თემა:
"ბარბარიზმები თანასოფლელთა და თანასკოლელთა ლექსიკაში"
პროექტის მიზანი:।ადგილობრივ მოსახლეობაში დამკვიდრებული ბარბარიზმების შეგროვება
।ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის და თანასკოლელთათვის მათ ლექსიკაში
არსებული ბარბარიზმების შესახებ
ადგილობრივი მოსახლეობის და თანატოლთა ლექსიკაში ბარბარიზმების გამოყენების
შემცირება
პროექტის შედეგები:
ადგილობრივი მოსახლეობის ლექსიკის გაუმჯობესება
ჩვენი მეგობრების,ამხანაგების და ნაცნობების მიერ მეტყველებიდან ისეთი სიტყვების და
გამოთქმების ამოღება,რომლებიც არა მარტო ამახინჯებს ენას,არამედ მიჰყავს იგი დაკნინებისაკენ
პროექტის მონაწილეები:
აბესაძე უჩა
აბესაძე ნუკრი
გაფრინდაშვილი ვანო
კაპანაძე ნინო
კაციტაძე მირანდა
პრობლემის აქტუალობის განსაზღვრა:
ბარბარიზმები ენისათვის შეუფერებელი,სხვა ენებიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვები და გამოთქმებია.იგი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან " ბარბაროს",რაც ნიშნავს "უცხოს".
ქართული ენის სიწმინდის დაცვა არა მარტო პროექტის განმხორციებლების მიზანია,არამედ ყველა ადამიანის მოვალეობაა შეინარჩუნოს მშობლიური ენა.
პროექტის დევიზია:
"თუ შენი არ დააფასე,ვერც სხვისას სცემო თაყვანსა"
ამ მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი,ჩვენი აზრით,საყურადღებოა ყველა პატრიოტი და ჭეშმარიტი ქართველისათვის.
სპეციალისტებს თუ რიგით ადამიანებს,რომელთაც ქართული ენის მოვლა–პატრონობა სისხლხორცეულ საქმედ მიაჩნიათ–მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი ერთნაირად აღელვებს,რამეთუ ენის განვითარება პირველ რიგში მის ლექსიკაში აისახება.
პროექტის აღწერა:
პროექტის განხორციელების მიზნით შევიკრიბეთ ჯგუფის წევრები და გავანაწილეთ დავალებები:
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება,ფუნქციების განაწილება,ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა და
შესრულებაზე კონტროლი დაევალა უჩა აბესაძეს,ადამიანთა მეტყველებაზე დაკვირვება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში(უბანი ,ტრანსპორტი,ბაზარი,სასწავლო დაწესებულება)–გუნდის ყველა წევრს.
პლაკატების,ბუკლეტების,სიგელების,აფიშის მომზადება–ნუკრი აბესაძეს;
საჯარიმო ყულაბის დამზადება–ვანო გაფრინდაშვილს,
დედა ენაზე ლექსების,სიმღერების,გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამების შეგროვება–ნინო კაპანაძეს.
პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ გასვლითი აქცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,გავაკარით პლაკატები წარწერით:"დავიცვათ ენის სიწმინდე" "გაუფრთხილდი მშობლიურ
ენას" "ქართული ენა ბარბარიზების გარეშე".
გავაკეთეთ ბუკლეტები,რომლებიც დავარიგეთ ხალხმრავალ ადგილებში(უბანი, სკოლა,ტრანსპორტი,ბაზარი)
სკოლაში დავდგით საჯარიმო ყულაბა(სკოლის ხელმძღვანელობასა და მოსწავლეთა თვითმმართვე–
ლობასთან შეთანხმებით) წარწერით:"ისაუბრეთ ბარბარიზმების გარეშე","გაუფრთხილდი საკუთარ ბიუჯეტს".
ენის სიწმინდის დამრღვევები დავაჯარიმეთ და შემოწირული თანხა მოვახმარეთ ისევ ენის სიწ–მინდის დაცვას(პლაკატების,ბუკლეტების,ბარბარიზმების ლექსიკონის დამზადება).
მოსწავლეები ,რომლებსაც პროექტის განხორციელების მანძილზე არ გამოუყენებიათ ბარბარიზმები გაკვეთილებსა და დასვენებებზე საუბრისას,დავაჯილდოეთ სიგელით:"ენის სიწმინდის დამცველი"და მოკრძალებული საჩუქრით (წიგნი ,საწერი კალამი და სხვ.)
ბარბარიზმებთან ბრძოლის მიზნით პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე :"ჩვენ
ნამდვილად ძალგვიძს ვიმეტყველოთ წმინდა ქართულით"(შეგროვილი მასალის პრეზენტაცია).
მოვაწყვეთ დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო:"ო,ენავ ჩემო,დედაო ენავ..."
მოვაწყვეთ დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო:"ო,ენავ ჩემო,–დედაო ენავ!"
სიწმინდე","გაუფრთხილდი .